თურქი ვარსკვლავის, ემრე კიზილირმაკის მიერ შესრულებული "ცეკვა ქართული" - "როგორ მოუხდა ქართული ცეკვა..." - მშობლები

თურქი ვარსკვლავის, ემრე კიზილირმაკის მიერ შესრულებული "ცეკვა ქართული" - "როგორ მოუხდა ქართული ცეკვა..."

2023-12-19 12:42:18+04:00

თურქული კინოს ვარსკვლავი ემრე კიზილირმაკი "ცეკვავენ ვარსკვლავების" წლევანდელ სეზონს შეუერთდა და ელენე დავითაიასთან ერთად ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია. ამჯერად წყვილმა „ცეკვა ქართული“ შეასრულა და თურქი მსახიობის ჩოხით გამოსვლას დარბაზშიც ოვაციები მოჰყვა და სოციალურ ქსელშიც არ მოაკლეს დადებითი კომენტარები.