როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ მისი რძე საკმარისად კალორიულია და სინამდვილეში მოქმედებს თუ არა დედის კვება რძის ხარისხზე - მშობლები

როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ მისი რძე საკმარისად კალორიულია და სინამდვილეში მოქმედებს თუ არა დედის კვება რძის ხარისხზე

2023-12-19 14:59:25+04:00

მეძუძური დედები ზოგჯერ ღელავენ, რომ მათი რძე საკმარისად კალორიული ან ჯანსაღი არ არის. თუმცა წუხილი საჭირო არაა - ბუნებამ ყველაფერზე იზრუნა.

მაშინაც კი, თუ ძალიან ცუდად იკვებებით, ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ რძის ხარისხი მაინც იდეალური იქნება თქვენი ბავშვისთვის. თქვენი სხეული ისეა მოწყობილი, რომ დედის ორგანიზმი მზად არის, თუნდაც საკუთარი სხეულის საზიანოდ, რძე ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით გაამდიდროს.

მაგრამ თუ მაინც ღელავთ, აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვი იდეალური ხარისხის რძეს იღებს.

იკვებეთ დაბალანსებულად

მიირთვით მრავალფეროვანი საკვები: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები, ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები. ეს პირდაპირ არ იმოქმედებს რძის ხარისხზე, მაგრამ, პირველ რიგში, ხელს შეუწყობთ საკუთარ ორგანიზმს და მეორეც, ბავშვის ორგანიზმი ადრევე „გაიცნობს“ სხვადასხვა ნივთიერებას, რაც მომავალში ალერგიის განვითარების რისკს შეამცირებს.

თუ დაბალანსებულად იკვებებით, მაშინ არ გჭირდებათ რაიმე სპეციალური ვიტამინისა და მინერალური კომპლექსის მიღება. მაგრამ თუ ვეგანი ხართ, თქვენს რძეს შეიძლება ვიტამინი B12 აკლდეს, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში გვხვდება. ამიტომ, თქვენ ის დანამატის სახით უნდა მიიღოთ.

იგივე ითქმის სასიცოცხლო მნიშვნელობის D ვიტამინზე. მაგრამ სანამ მის მიღებას დაიწყებთ, სისხლის ანალიზი უნდა გადაიკონტროლოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიტამინი ნამდვილად გაკლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს.

მეტი ჯანსაღი ცხიმი

შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მავნე ტრანსცხიმებისა და გაჯერებული ცხიმების შემცველი საკვები (ეს არის სწრაფი კვების მრავალფეროვნება და არა მხოლოდ). უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღი პოლიუჯერი ცხიმოვან მჟავებს, ომეგა -3-ის და ომეგა -6-ის შემცველ პროდუქტებს. ეს არის ავოკადო, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, მზესუმზირის და სელის ზეთი, ორაგული, ასევე კარაქი, კვერცხი, თხილი და თესლი.

როცა მოგშივდებათ, ჭამეთ

მთავარი წესია, მოუსმინოთ თქვენს სხეულს და ჭამოთ მაშინ, როცა მშიერი ხართ. იგივე ეხება წყალს ან ნებისმიერ სხვა სითხეს – დალიეთ, როცა გწყურდებათ და იმდენი, რამდენიც გჭირდებათ წყურვილის დასაკმამყოფილებლად.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიძულოთ საკუთარ თავს მეტი სითხის მიღება, მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.

თქვენმა სხეულმა იცის, რამდენი სითხე სჭირდება მას საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ბავშვისთვის რძის გამომუშავებისათვის.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის განავალს

ბავშვის განავალი დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ თქვენი რძე ნორმალურია. ახალშობილის სიცოცხლის პირველ კვირაში დღეში მინიმუმ სამჯერ აქვს ნაწლავთა მოქმედება, რაც დედის რძის ნორმალურ მოცულობასა და ხარისხზე მიუთითებს.

კიდევ ერთი მაჩვენებელია, როგორ იმატებს ბავშვი წონაში. თუ დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ ის თავის დაბადების წონას დაუბრუნდა და შემდეგ სტაბილურად მატება განაგრძო, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის.

სინამდვილეში დედის რძე ყოველთვის საკმარისია და ქალების მხოლოდ 1%-ს მსოფლიოს მასშტაბით საერთოდ არ აქვს რძე - სანამ დაგარწმუნებენ, რომ ბავშვს რძე არ ყოფნის, ეს წაიკითხეთ!
რა ემართება დედის რძეს, როცა ბავშვი ავად ხდება - განმარტება რეალურ მაგალითზე
რომელი ასაკიდან აღარ არის ბავშვისთვის დედის რძე სასარგებლო და როგორ გადავაჩვიოთ ძუძუს? - პედიატრ ნატო სეხნიაშვილის რჩევები
როდის არის დედის რძე უფრო ცხიმიანი და რა რისკები აქვს რძის გაშრობას - პედიატრის რჩევები