იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი მარიამ სირბილაძე, რომელიც სრულიად საქართველომ სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლით გაიცნო გუშინ გარდაიცვალა.
მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად ჰყვებოდა იმ მძიმე დღეებზე, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, ამხნევებდა ყველას და იტალიაში იმ კლინიკაში მუშაობდა, სადაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა. მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ იბრძოლა, იმედი არასოდეს დაუკარგავს და საბოლოოდ, "სიკვდილი მოკლა". ის ყოველთვის ამხნევებდა იმ ქალებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ ეტაპს, რაც მან უკვე წლების წინ გადალახა. მარიამს 2 შვილი დარჩა.
kvirispalitra.ge დაუკავშირდა EUROPA DONNA GEORGIA-ს პრეზიდენტს, ანა მაზანიშვილს, რომელიც მარიამის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო.
- ქალბატონო ანა, ძალიან ვწუხვართ მარიამის გარდაცვალების გამო, იგი თქვენი ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი იყო და გარდა თანამშრომლობითი ურთიერთობისა უახლოესი მეგობრები იყავით. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის გარდაცვალებაზე, ბოლო დღეების განმავლობაში გქონდათ მასთან კომუნიკაცია? განაგრძეთ კითხვა