სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში მოხდა, კახეთის გზატკეცილზე მოხდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არ არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.
"იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა. განაგრძეთ კითხვა