"ურთულესი დღეები გავიარე, ნინაზე ასე არ ვყოფილვარ..." - ნანუკა გულუა ახალ რეალობასა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე - მშობლები

"ურთულესი დღეები გავიარე, ნინაზე ასე არ ვყოფილვარ..." - ნანუკა გულუა ახალ რეალობასა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე

2023-12-22 08:38:08+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ცოტა ხნის წინ გახდა მეორე შვილის დედა. გოგონას - ნინას შემდეგ, მას და კახა კაშიას ვაჟი ეყოლათ, რომელსაც იკა დაარქვეს. სოციალურ ქსელში ნანუკამ მშობიარობის შედგომ სირთულეებზე ისაუბრა და გამომწერების შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

ნანუკას თქმით, 39-ე კვირაზე საკეისრო კვეთა გაიკეთა და მშობიარობა ფიზიკურად არ გასჭირვებია. "იმ საღამოსვე ავდექი, ჭრილობა უკვე აღარც ვიცი, სად მაქვს და გადასარევად ვარ".

ხოლო რაც შეეხება მენტალურ სირთულეებს, ნანუკას თქმით, მშობიარობის შემდგომი დღეები ფსიქოლოგიურად აღმოჩნდა რთული და მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც გაიარა: "დეპრესიის ნიშნები არა, გადამჯეგა, იმდენად რთულად მქონდა... ურთულესი დღეები გავიარე, ნინაზე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. მგონი გავიარე და ამ საშინელ შეგრძნებებს აღარ დავუბრუნდები... მომავალო დედები, თუ თქვენც ასე რთულად გექნებათ დეპრესია, გახსოვდეთ, რომ მაქსიმუმ 2 კვირაში გაივლის, ნუ დაითრგუნებით, მიეცით საკუთარ თავს ცუდად ყოფნის უფლება... იყავით შეკეტილი მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისიც არ გერიდებათ. სხვა ყველა 40 დღის მერე მობრძანდეს..."

ნანუკამ ეს რთული პერიოდი გაიარა და ახლა, როგორც თავად ამბობს, გამოდის მდგომარეობიდან. იკაც ძალიან კარგი ბიჭია და ნელ-ნელა ეჩვევიან ერთმანეთს.