ბრედ პიტმა 60 წლის იუბილე შეყვარებულთან ერთად აღნიშნა პარიზის ქუჩებში - მშობლები

ბრედ პიტმა 60 წლის იუბილე შეყვარებულთან ერთად აღნიშნა პარიზის ქუჩებში

2023-12-22 09:25:32+04:00

როგორც ამბობენ, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტი პირველად არის ბედნიერი და პირველად ჰყავს სტაბილური პარტნიორი. 60 წლის იუბილე მან თავის ბოლოდროინდელ შეყვარებულთან - 33 წლის ფიტნესინსტრუქტორ ინეს დე რამონთან ერთად აღნიშნა. პლანეტის მთავარი სექსსიმბოლო ბედნიერად გამოიყურებოდა და პაპარაცებსაც უღიმოდა.

4266-0x6ubotfxv-8876417703049492346-1703223147.jpg

4135-0xbh2jqhym-7443486566711024681-1703223147.jpg0xmd6pxhxc-6463011096048501904-1703223147.jpg

წყვილი პარიზის ცენტრში ძვირად ღირებულ სასტუმროში განთავსდა, საუზმის შემდეგ კი ქუჩებში გაისეირნეს. მოგვიანებით, რამდენიმე ახლო მეგობარი შეუერთდათ რესტორანში, სადაც ვახშამი მოაწყვეს.