შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში 15 ადამიანი მოკლა, გასულ კვირას ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - ჩეხური მედიის ცნობით, პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში, 32 წლის მამაკაცი და მისი ორი თვის ქალიშვილი მოკლეს.
პოლიციის ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, კანონიერად ფლობდა იარაღს და უნივერსიტეტზე თავდასხმის დღეს საკუთარი მამაც მოკლა.
პრაღის პოლიციის უფროსმა მარტინ ვონდრასეკმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მძიმედ იყო შეიარაღებული და ფლობდა უამრავ საბრძოლო მასალას. მისივე თქმით, იგი წარჩინებული სტუდენტი იყო და კრიმინალური წარსული არ ჰქონია.
თავდამსხმელის გარდაცვალება უკვე დადასტურდა. ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. მაგრამ პოლიციის თქმით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს შემდგომი გამოძიება დაადგენს. განაგრძეთ კითხვა