წვიმა, ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში - მშობლები

წვიმა, ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

2023-12-22 14:06:43+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი:

"23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა - ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს." - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.