სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგ სერიას, რომელშიც ნაფიცი მსაჯულების თემა იყო ვრცლად გაშლილი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უარყოფითი რეაქციები დაიმსახურა მასწავლებლის პერსონაჟმა, რომელიც სტერეოტიპულად მსჯელობს:"იცით რა, მე ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის იმას ვასწავლი, რომ უფროსი ადამიანი როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, ახალგაზრდამ ყოველთვის უნდა მოითმინოს", - ამბობს პერსონაჟი სერიალის გმირ ჯეკოზე, რომელმაც მეგობარი დაიცვა და ლუდი გადაასხა თავზე პოლიციელს, რომელიც გოგონას ავიწროებდა. ამის გამო კი ციხეში მოხვდა და ზეწოლის ობიექტი გახდა.
სოციალურ ქსელში განიხილავენ ამგვარი აზროვნების არამართებულობას და აკრიტიკებენ უფროსი თაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კვლავ ამ მენტალიტეტს უნერგავენ ახალგაზრდებს:
- მასწავლებლების უმეტესობა რომ ასეთია, ძალიან დიდი უბედურებაა ქვეყნისთვის. განათლებას ყველგან მიიღებს მონდომებული ბავშვი, მაგრამ სწორი ღირებულებები უმნიშვნელოვანესია და სამწუხაროდ, სკოლები სავსეა ასეთი ადამიანებით.
- ამ აზრს რომ გვინერგავდნენ ჩვენ, იმიტომაც ვართ კარგად საბჭოთა კავშირის გადმონაშთური აზროვნება... ადამიანს თუ არ მისცემ სწორ განათლებას, ის მარტივად სამართავი იქნება, თუ ჩაკლავ მასში პროტესტის გრძნობას და პროტესტის გამოხატვის სურვილს, მონობა მეტი კი არაფერია. ძალიან დიდი მადლობა გადამღებ ჯგუფს რომ ამას ხაზი ესე მკაფიოდ გაესვა
- მაგიტომაც ხდება კარგი ამბები ყოველდღიურად საქართველოში, მოითმინოს ახალგაზრდამ, მამა შვილს აღარ ინდობს და ძმა დას, ეგ არის სამართალი? სიჩუმე და მოთმინება არასდროსაა სწორი, როცა ხედავ ადამიანზე ზეწოლის მოხდენას სექსუალურად, მით უმეტეს ახალგაზრდა გოგოზე…
- ამ აბსურდულმა აღზრდამ დაღუპა თაობები! მორჩილებამ, მონობამ და თავის დახრამ.
- მასწავლებელო, ძალიან ცდებით, მაგ მატარებელმა ჩაიქროლა. ყველას უნდა მივუთითოთ, ვისაც ეშლება, უფროსია თუ უმცროსი.
- ეს მენტალიტეტი უნდა მოისპოს! მით უმეტეს - განათლების სისტემაში. კიდევ კარგი, არსებობენ სწორად მოაზროვნე ადამიანებიც ამ ქვეყანაზე.
- "უფროსი" თუ ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს, მაშინ თავი უნდა დაუხაროს იმიტომ, რომ მხოლოდ ასაკით არის უფროსი და ფაქტია მეტი არაფრით ?!! მორალი გაქვთ ნუ იტყვით...
- ძალიან ბევრი უზრდელი უფროსი მინახავს და ნუ ასწავლით ბავშვებს დამახინჯებულად უფროსების პატივისცემას. მოსწავლემ უნდა იცოდეს ადამიანის და სამართლიანობის ფასი! უფროსი და უმცროსი არაფერს წყვეტს.