ქალის თეთრეულის მსოფლიო ბრენდ „ტრიუმფი“-ს მაღაზიაში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო. დეკემბრის ბოლომდე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა აქციით ისარგებლონ, მათ შორის:
Triumph მსოფლიო ბაზარზე 1886 წელს გამოჩნდა. ბრენდის სლოგანია „კომფორტი მსხვერპლის გარეშე“ და დასახულ მიზანს თავისი პრემიუმ ხარისხის თეთრეულით უკვე თითქმის 40 წელია ასრულებს.
ბრენდის მთავარი მიზანია ნებისმიერი ზომის, ფორმებისა თუ გემოვნების ქალს მასზე მორგებული თეთრეული შესთავაზოს, ყოველგვარი მსხვერპლისა თუ ძალისხმევის გარეშე. „ტრიუმფი“-ს თითოეული მოდელი იქმნება მომხმარებლის შთაგონებითა და მისი საჭიროებების გათვალისწინებით. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბრენდის მიზანია, დააკმაყოფილოს ქალის სურვილები, რითაც ის ერთი მხრივ, ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს გახდის და მეორე მხრივ, თვითგამოხატვის საშუალება მიეცემა.
„ტრიუმფი“-ს მთავარი ღირებულებები ინდივიდუალიზმის, ხარისხისა და ავთენტურობის შენარჩუნებაა. ყველაფერთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობაც ბრენდის იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ინდუსტრიულ ბიზნესს უზარმაზარი ეკოლოგიური გავლენა აქვს გარემოზე, ამიტომ Triumph მუდმივად ცდილობს, რომ გახდეს უფრო მეტად ეკომეგობრული და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული.
„ტრიუმფი“-ს პირველი ფილიალი 2023 წლის ნოემბერში, საბურთალოს „სითი მოლში“ გაიხსნა და გახსნის დღიდან ანებივრებს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის გამორჩეული კოლექციითა და საინტერესო შეთავაზებებით.
R