რუსკა მაყაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც საკმაოდ საგანგაშო ფაქტს ასახავს: მოზარდმა მიუსაფარ ძაღლს ასაფეთქებელი ჩაუდო და აუფეთქა. საზოგადოებაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა ამ ინციდენტს და წარმოუდგენელ აგრესიას, რომელსაც ხანდახან ბავშვები ავლენენ, სამწუხაროდ.
მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა გადაწყვიტა, ვიდეო ჩაეწერა ამ თემაზე და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: "ორი დღეა ვითმენ, რომ არ ვნახო ის ვიდეო. დღეს ვნახე მაინც... არაფერში არ წერია. საიდან უნდა მოგივიდეს თავში იდეა, რომ ძაღლს პირში ჩაუდო ასაფეთქებელი და აუფეთქო? ვერ ვიგებ, რაში წერია. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ მოზარდის გაკეთებულია ეს ყველაფერი. იმის მაგივრად, რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, მოუარონ მიუსაფარ ძაღლებს, ამის მაგივრად, ასეთ რამეებს აკეთებენ მოზარდები. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის... საოცრად მძიმე ვიდეოა, მაგრამ უნდა ნახოთ, რომ რაღაცნაირი ემპათია გაგიჩნდეთ მიუსაფარი ძაღლების მიმართ, ვისაც არ გიყვართ ძაღლები. ეს კიდევ ცალკე თემაა და არ მესმის, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას, როგორ უნდა აღმოვფხვრათ მსგავსი სიგიჟეები. ვერ ვიგებ..."