2023 წლის 27 დეკემბერს ამ წლის ბოლო სავსე მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა. ამავდროულად, თითოეულ ადამიანს მომატებულ ინტუიცია და გაზრდილ წინათგრძნობა ექნება. ეს დღე დაგეხმარებათ, საბოლოოდ მიუხუროთ კარი ყველაფერ ძველს და ცხოვრების განახლებული, ბევრად უფრო წარმატებული ეტაპი დაიწყოთ. ვინაიდან, ეს წლის ბოლო სავსე მთვარეა, მას "ცივსაც" უწოდებენ.
2023 წლის ბოლო სავსე მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. კირჩხიბი კი ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღის განმავლობაში მომატებულ შფოთვას იგრძნობთ, საქმეებზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ, ნოსტალგია შემოგიტევთ. ეს პერიოდი მალე გადაივლის და კვლავ იგრძნობთ შემართებას.
სავსე მთვარის დროს, როგორც წესი, ქვეითდება ენერგია, გართულებულია კომუნიკაცია და შესაძლოა, სრულიად უწყინარმა ფრაზებმაც კი, არასწორი ინტერპრეტაციისა და აღქმის გამო, კონფლიქტურ სიტუაციამზე მიგიყვანოთ. ამ დღეს სამყარო აღიქმება გრძნობებითა და ემოციებით და არა გონებით.
ასევე, 27 დეკემბერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზრდილ ინტუიციას იგრძნობთ და შეძლებთ, მოვლენები, გარკვეული საკითხები წინასწარ ზუსტად განსაზღვროთ.
სავსემთვარეობის დროს და მის შემდეგ მომდევნო დღეებში თქვენი ოჯახისა და მეგობრების ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მოუსმინოთ შინაგან ხმას უნდა ენდოთ.
ჯობს, 27 დეკემბერს ახალი საქმე არ წამოიწყოთ და არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ფოკუსირდით არსებულ საქმეებზე. აღნიშნული დღე განსაკუთრებით ემოციურია სასწორის, თხის რქისა და ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისათვის, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, რომ შედარებით მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.
მათივე თქმით, სავსე მთვარის პერიოდში ადამიანების ქმედებები ნაკლებად ლოგიკურია და ქვეცნობიერი კარნახობს, რა უნდა გააკეთონ. გაძლიერდება თვითგადარჩენის ინსტინქტი და შესაძლოა, გარკვეული პრობლემები, შფოთვის მიზეზი თავადაც გამოიგონოთ და რეალურად პრობლემა სულ არ არსებობდეს.
კარგი დროა ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. კირჩხიბი ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მეოჯახე და მოსიყვარულე ნიშნად ითვლება. შესაბამისად, რაკი სავსე მთვარე აღნიშნულ ნიშანშია, კარგ შანსს გაძლევთ, რომ არსებულ უთანხმოებაზე დაილაპარაკოთ და შეთანხმებას მიაღწიოთ.