ჯანსაღი და დაბალანსებული კვება ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია, რომელზე ზრუნვაც ბავშვობიდან იწყება. მნიშვნელოვანია სასარგებლო პროდუქტების მიწოდება ბავშვებისთვის პატარაობიდანვე მოხდეს, რომ ზრდასრულ ასაკში ჯანსაღი კვება მოსაწყენი არ იყოს. კვების რაციონში სწორად გადანაწილებული ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის ზრდასა და განვითარებაში. საკვები პროდუქტები, რომელიც ერთდროულად იქნება მინერალებით მდიდარი და გემოვნურად მიმზიდველია ბავშვისთვის, საკმაოდ რთული მოსაძებნია. შესაბამისად თხილეული და ჩირეული საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს სასარგებლო ხემსის სახით.
ჩირეულის მიქსი მარტივად მოსამზადებელი და მიმზიდველი ხემსია, რომელიც მზადდება ქიშმიშის, შტოშის და გარგრის ჩირის კომბინაციით. აღნიშნული ხემსი იდეალურია საუზმეზე დასამატებლად
ჩირეულის იოგურტი გამორჩეულად სასარგებლო და უნიკალური ხემსია, რომელიც მზადდება გაწურული იოგურტისა და ჩირეულის კომბინაციით. აღნიშნული ხემსი საუზმეზე დასამატებლად
ენერგეტიკული ბარი განსაკუთრებით ჯანსაღი და საინტერესო ხემსია, რომელიც მზადდება დამბალი ფინიკისა და ფსტის ერთმანეთთან შერევით. აღნიშნული ხემსი იდეალურია სადილზე დასამატებლად
თხილეულის კარაქი საოცრად სასარგებლო და გემრიელი ხემსია, რომელიც მზადდება გატარებული თხილეულისა და ზეთის კომბინაციით. აღნიშნული ხემსი იდეალურია საუზმეზე დასამატებლად
თხილეულის მიქსი მარტივად მოსამზადებელი და მიმზიდველი ხემსია, რომელიც მზადდება ნუშის, ნიგოზის და გოგრის გულის კომბინაცით. აღნიშნული ხემსი იდეალურია საუზმეზე დასამატებლად
ბავშვებისთვის ჯანსაღი ხემსის ასარჩევად თხილეული და ჩირეულის გამოყენება საუკეთესო კომბინაციაა. აღნიშნული ტიპის პროდუქტის ჩართვა ყოველდღიურ კვების რაციონში არა მარტო ამრავალფეროვნებს ბავშვის მენიუს, არამედ ორგანიზმს მინერალებითა და ვიტამინებით უზრუნველყოფს.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
R