"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის, დავით დვალის მანქანა დააზიანეს. მსახიობი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის როლთან იყოს დაკავშირებული, რადგან როგორც დვალი ამბობს, ზოგჯერ პერსონაჟს და მსახიობს ერთმანეთთან აიგივებენ.
მსახიობის ავტომობილი სახლთან ახლოს, პარკირების ადგილზე იყო გაჩერებული.
"დღეს დილას დამირეკა მეზობელმა, რომ შენი მანქანა დაზიანებულია და რა ხდებაო. რომ ჩამოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ჯერჯერობით ამოუცნობი პირი, დაახლოებით, 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, ვანდალიზმია. განაგრძეთ კითხვა