კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი, 4 შვილის დედა ანუკი არეშიძე ბოლო დროს მხარშეხვეული ჩნდებოდა ფოტოებსა და ვიდეოებში და ამის გამო, ცნობილ ვიდეოებში მას მეუღლე ვარცხნიდა თმას. ზუსტი მიზეზი არ იყო ცნობილი და დღეს ანუკიმ თავად გაამხილა. აღმოჩნდა, რომ მორიგი ტრავმა, ჯერ კიდევ სექტემბერში მიღებული ტრავმის გაგრძელებაა. სექტემბერში ანუკი წერდა:
"მოკლედ, ხელზე ბევრი მწერთ, ვარჯიშზე მივდიოდი, წვიმიანი დილა იყო, ენერგიულად მივაბიჯებდი, ვინც იცით ჩემი სიარული, ადვილად წარმოიდგენთ ნაბიჯების სიდიდეს, ამიტომ როგორც კი დაღმართზე დავეშვი, ბოტასმა ვერ გაუძლო და ავსრიალდი, მემარცხენე ვარ და მთლიანი ტანით მარცხენა ბეჭზე დავეცი, რამდენიმე წამი დავყოვნდი, წვიმიან ცას ვუყურებდი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მაინც ვივარჯიშე, ის დღე აქტიურად გავატარე, არ ვიმჩნევდი ტკივილს, რომელიც საღამოს უფრო ძლიერად დამეწყო, ახლა ცოტა შემეცვალა რეჟიმი, მაგრამ ვცდილობ ვადაპტირდე და ჩემი ზარმაცი მარჯვენა ხელი ცოტა მაინც გამოვაფხიზლო. 4 კვირა ასე ვიქნები..."
როგორც აღმოჩნდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და ანუკი მალე ისევ გამოჩნდა შეხვეული მხრით, რაზეც დღეს გააკეთა განმარტება: