დაპირისპირება და-ძმებს შორის საშობაო საჩუქრების გამო - 14 წლის ბიჭმა და მოკლა: რა მოხდა ფლორიდაში - მშობლები

დაპირისპირება და-ძმებს შორის საშობაო საჩუქრების გამო - 14 წლის ბიჭმა და მოკლა: რა მოხდა ფლორიდაში

2023-12-28 18:41:50+04:00

აშშ-ში, ფლორიდაში პოლიციამ 14 და 15 წლის თინეიჯერი ძმები დააკავა. მიზეზი ისაა, რომ მათგან უმცროსმა, 14 წლის მოზარდმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 23 წლის დას, რის შემდეგაც მსროლელს 15 წლის ძმამ ესროლა.

პოლიციის ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება საშობაო საჩუქრების გამო დაიწყო - დავობდნენ იმაზე, თუ ვინ მიიღებდა უფრო მეტ საჩუქარს.

23 წლის ახალგაზრდა ქალს, აბრილ ბოლდუინს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას შიდა სისხლდენა განუვითარდა და მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ სროლის მომენტში ქალს საბავშვო ეტლით თან ჰყავდა 10 თვის ჩვილი. ის არ დაშავებულა. განაგრძეთ კითხვა