ხელოვნური თოვლი, მარხილები, ნაძვის ხეების ტყე - კიმ კარდაშიანის 60-მილიონიანი სასახლის საახალწლო დეკორაციები ზოგს თეთრ სახლს, ზოგს კი საავადმყოფოს აგონებს (ფოტოები) - მშობლები

ხელოვნური თოვლი, მარხილები, ნაძვის ხეების ტყე - კიმ კარდაშიანის 60-მილიონიანი სასახლის საახალწლო დეკორაციები ზოგს თეთრ სახლს, ზოგს კი საავადმყოფოს აგონებს (ფოტოები)

2023-12-29 21:08:09+04:00

კიმ კარდაშიანმა საკუთარი $60-მილიონიანი სასახლე თეთრ სახლს დაამსგავსა. რეალითი შოუების ვარსკვლავმა სახლი საახალწლო დეკორაციებით მორთო და მისი ნახვის საშუალება "ინსტაგრამის" მომხმარებლებსაც მისცა. ზოგიერთის თქმით, კიმის სასახლე საშობაო ბარათებზე გამოსახულ სახლებს ჰგავდა, თუმცა დეკორაციებით ყველა ვერ მოიხიბლა.

პოსტის ქვეშ არაერთი დამცინავი კომენტარია, რომლებშიც მომხმარებლები კარდაშიანის სახლს საავადმყოფოს ადარებენ.

კიმ კარდაშიანს სახლის ეზოსა და დერეფნებში თეთრი ნათურებით მორთული ნაძვის ხეების კოლონა აქვს ჩამწკრივებული, გარემო გაფორმებულია ხელოვნური თოვლით. განაგრძეთ კითხვა

ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეები ვარსკვლავების სახლებიდან - ვის უდგას ვარდისფერი, თეთრი და ერთდროულად ორი ნაძვის ხე?