კახა კალაძის ოჯახის ვიზიტი პატრიარქთან - "მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის" - მშობლები

კახა კალაძის ოჯახის ვიზიტი პატრიარქთან - "მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის"

2023-12-29 21:16:00+04:00

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ოთხ შვილთან ერთად პატრიარქთან იმყოფებოდნენ.

"მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს!

ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!" - წერს კახა კალაძე.

snapinsta-1703870583.app_413240150_7775577695792817_3495344440676829751_n_1080.jpg