"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე დისტანცირება, საკუთარი თავის შორს დაჭერა ადამიანებისგან, სიტუაციისგან, რომელიც არ მომწონს", - ამბობს მომღერალი მარიკო ებრალიძე. რას ნანობს, როგორი ადამიანები აკვირვებენ, რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ და რა უსაყვედურა მეუღლემ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ...1984 წლის 29 აგვისტო.
- ...ჩემი ხმა და თმა.
- ...ჯერ იურისტობა მინდოდა, შემდეგ - სტომატოლოგობა, ადრეულ ბავშვობაში სულ იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე ვოცნებობდი, ვისაც ტელევიზორში ვხედავდი, ოღონდ ეს არ იყო სნობიზმი. სახლში, ბაღში ყველგან ვმღეროდი. ღრმა ბავშვობიდან იმ სამყაროზე ვოცნებობდი, სადაც ახლა ვარ.
- ...მზე გოგო მოვიდა, შემოანათაო. ოჯახის წევრები ასე ვერ აღმიქვამენ (იცინის). ისინი ამბობენ, მკაცრი, წესრიგა მოვიდაო.
- ...ორნაირი პასუხი მაქვს: ისევ აქ დავიბადებოდი და რაღაც შეცდომებს გამოვასწორებდი. მეორე პასუხია, დავიბადებოდი პორტუგალიაში ან ამერიკაში. ეს ქვეყნები გამორჩეულად მიყვარს და მიზიდავს. პორტუგალიურ ენაზე სიმღერა მსიამოვნებს, ამერიკა ოცნების ქვეყანაა.
- "ვარსკვლავების აკადემიის შემდეგ" იყო, ამ დროს პოპულარულიც გავხდი.
- ...რა თქმა უნდა, ძალიან კარგი განცდაა. ყველა თბილად მხვდება, მიღიმის. მეუბნებიან, - გიცანითო, ზოგი მეუბნება - ეკრანზე სხვანაირი ხარ, ცხოვრებაში უფრო კარგი ყოფილხარო. ადრე რომ მეკითხებოდნენ, - "საიდან მეცნობი?" მრცხვენოდა და არ ვიცი-მეთქი, ვპასუხობდი. ახლა პირდაპირ ვეუბნები, - მარიკო ებრალიძე ვარ. მერე ამ სახელს და გვარს ღიმილი მოჰყვება, ეს როგორ არ უნდა მესიამოვნოს?!
- ...დისტანცირება, საკუთარი თავის შორს დაჭერა ადამიანებისგან, სიტუაციისგან, რომელიც არ მომწონს. ვისწავლე, რომ ადრე რაზეც ვჩუმდებოდი, დღეს აღარ უნდა გავჩუმდე.
- ...არის თავისუფლება. იმ ადამიანთან, ვისთანაც ვარ, შებოჭილი არ უნდა ვიყო, ყველაფერი უნდა მიხაროდეს, შეცდომის დაშვებაც, სისულელის თქმაც.
- ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით. ნათესავს კლინიკაში მივაკითხე, გიორგი კი ექიმია და პირველად იქ შევხვდით, მერე კიდევ შევხვდით, შევხვდით, შევხვდით და...
- მისი საუბრის მანერამ მომხიბლა, მისმა სიდინჯემ, მერე აღმოჩნდა, რომ არც ისეთი დინჯია (იცინის). გიორგი ძალიან საყვარელია, მის გვერდით ყოფნა სასიამოვნოა. სანამ დავქორწინდებოდით, შორიდან რომ მეტრფოდა და ძალიან მიფრთხილდებოდა, ეს მომწონდა.
- ...სიმღერაა ჩემი "წამალი". ჩემი პროფესიის სახით, მხარზე თითქოს ანგელოზი მაზის და რომ მშველის, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. გითხარი, პროექტის "მიმღერე" ჩაწერები ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთულ პერიოდში მიმდინარეობდა. ჩემი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი, მართლა მავიწყდებოდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი. შვილი როგორ უნდა დაგავიწყდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია? მხოლოდ კონცერტის დროს მავიწყდება ყველანაირი ტკივილი. მქონდა შემთხვევა, კისერი ისეთი გაშეშებული მქონდა, გვერდზე ვერ ვხრიდი, ხელს მაღლა ვერ ვწევდი, გავედი სცენაზე და კისერიც მოვატრიალე, ხელიც ავწიე და არ მეტკინა. სცენიდან გასულს კი ისევ აუტანელი ტკივილი მქონდა, ეს ხომ სასწაულია?! წაიკითხეთ სრულად