როგორია სასულიერო პირის მეორე ნახევრის ტვირთი, ამ კითხვაზე "სარკეს" მამა საბა ჭიკაიძის ცოლმა, ქალბატონმა ლელა რუსიშვილმა გასცა პასუხი.
მამა საბა, ერისკაცობაში სულხან ჭიკაიძე, თბილისის ორ ეკლესიაში მსახურობს და მთელი ქვეყანა იცნობს, რადგან სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით კითხვა აქვს.
წყვილს 5 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. უფროსი შვილი 30 წლის სოფო ტყუპისცალია. ქალბატონი ლელა ამბობს, რომ უფროსი ქალიშვილის იდენტური ტყუპისცალი სამშობიაროში მკვდრად გამოუცხადეს. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ სამშობიაროდან ბავშვებს იპარავდნენ და ყიდდნენ, შვილის ძებნა დაიწყეს. მის კვალზე დღემდე ვერ გავიდნენ. როგორც მღვდლის ცოლი ამბობს, თუ მათი შვილი ცოცხალია და ღმერთს სურს მისი გამოჩენა, გამოჩნდება
- პირველად რომ ვიმშობიარე ტყუპები გავაჩინე, მაგრამ სახლში ერთი წამოვიყვანე. მას მერე კიდევ 5 შვილი გავაჩინე. ახლა 5 შვილი გვყავს. ჩემი პირველი შვილის იდენტური ტყუპისცალი არსად არის დაფიქსირებული. მას მერე რაც გახმაურდა ის, რომ სამშობიაროდან ჩვილებს იპარავდნენ ვეძებთ და ვერ მივაკვლიეთ. ტესტიც გავუკეთეთ და თუ გამოჩნდება ამოგვიგდებს პროგრამა. მაშინ პატარები ვიყავით, მამაო 20 წლის იყო მე - 23-ის, როცა ტყუპები გაგვიჩნდა. მე 3 წლით უფროსი ვარ მასზე. ყველაზე პატარა იყო ასაკით, მაგრამ ჩემს ირგვლივ ვინც იყო ყველაზე ჭკვიანი იყო მათ შორის. ამის მიუხედავად მაინც გამოუცდელები ვიყავით და მედპერსონალს ვენდობოდით. განაგრძეთ კითხვა