"2003 წელს სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდიით ამერიკაში წამოვედი. ჩემთვის სწავლას და განათლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინაც კი, 17 წლისა „მის თბილისი“ რომ გავხდი და ჩვენებებში ვმონაწილეობდი, ვიცოდი, ეს დროებითი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდოდი...“ - ამბობს უმშვენიერესი ნინო ჩქარეული, რომელიც დღეს ნიუ-იორკში თანამედროვე ხელოვნების სფეროში მუშაობს...
- ბავშვობის მოგონებები ცხოვრებას თითქოს, მეტ სითბოსა და ელფერს სძენს. როდესაც საქართველოში იბადები და იზრდები, შენ უკვე კარგი კარმა გაქვს. იქ სხვანაირი ურთიერთობა, პატივისცემა, სიყვარული იციან.
თბილისში, საბურთალოზე გავიზარდე. მეექვსე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. იმ წლებმა ბევრი კარგი რამ შემძინა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თბილისი და მთლიანად საქართველო, დღევანდელთან შედარებით, ბევრად ნაცრისფერი იყო. 90-იანი წლებიც კარგად მახსოვს, გაკვეთილები სანთლების შუქზე რომ გვიტარდებოდა და ზამთარში ხელთათმანები გვეკეთა, რადგან შენობა არ თბებოდა. ასეთი რთული პერიოდიც გამოვიარეთ, მაგრამ ამასთან ერთად, დადებითი ის არის, რომ როდესაც ასეთ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პრობლემებს ბავშვობიდანვე შეგუებული ხარ, მერე ცოტა რამე თუ შეგაშინებს.
- ასე ვერ ვიტყვი. თავდაჯერებულობა, რაც სამოდელო სფეროში წარმატებას მოაქვს, ჩემთან წლების შემდეგ მოვიდა. იმ დროს კი არ მქონია ჩემს თავზე ისეთი წარმოდგენა, რომ რაღაცით განსხვავებული ვიყავი. ზოგჯერ შურს ვგრძნობდი და ეს ჩემთვის მტკივნეული იყო. ამ ყველაფრის პოზიტიური მხარე საჩუქრად მიღებული ყვავილები და ყურადღება გახლდათ. დღეს მოდელობის წლები მივიწყებული წიგნის ფურცლებივით დარჩა.
- მამა - ჯუანშერ ჩქარეული მეცნიერია, ფიზიკის პროფესორი, დედა - გალინა სერგეტა ჟურნალისტი. ის წარმოშობით უკრაინელი გახლავთ, საქართველოში გაიზარდა. ჩემი ოჯახის წრე სამეცნიერო, აკადემიური და შემოქმედებითი ადამიანებისგან შედგებოდა. ჩვენთან სუფრები რომ იმართებოდა, საუბრები სულ ინტელექტუალურ თემებზე იყო: ისტორიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე.
- 17 წლის ვიყავი. მანამდე ქუჩაში მაჩერებდნენ, რამდენიმე სააგენტოდან მქონდა მოწვევა. თავიდან ლიკა ყაზბეგის სტუდიაში დავდიოდი, შემდეგ „ნატალის“ სააგენტოში გადავედი და ეს მგონი უკვე კონკურსის შემდეგ მოხდა. ნატალი სამადალაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სამოდელო ბიზნესის განვითარებაში. ბევრი თაობის საუკეთესო მოდელი სწორედ მან აღმოაჩინა. ძალიან ენერგიული, თავისი საქმის პროფესიონალი ქალბატონი იყო.
კონკურსის შემდეგ სხვადასხვა შემოთავაზება მივიღე. მაკა ასათიანის პირველი ჩვენება 1999 წელს გაიმართა და ის მაღაზიის გახსნასთან იყო დაკავშირებული. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ქუჩაც გადაკეტეს. ჩვენებაზე ჩამოსული იყო პარიზის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელსაც რამდენიმე უცხოელი მოდელი ჰყავდა ჩამოყვანილი ამ დეფილესთვის. ასე დაემთხვა, რომ ამ ჩვენების შემდეგ ისედაც მივდიოდი პარიზში, დედასთან ერთად და სააგენტომ გასაუბრებაზე მიმიწვია, რის შემდეგაც 3-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. წესით რამდენიმე თვეში უნდა ამეღო სამუშაო ვიზა და პარიზში ჩავსულიყავი, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ჩემმა მშობლებმა ამაზე უარი თქვეს და დღეს ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
თბილისში დავრჩი, უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში წამოვედი.
- დღეს მეც მშობელი ვარ, ჩემი ვაჟი 11 წლისაა, გოგონა - 9-ის. მამას ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. 17 წლის მოზარდის პარიზში მარტო გაშვება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. წლები გავიდა, ნიუ-იორკში მოდის სფეროში საქმიანობა აღარ გამიგრძელებია, მაგრამ აქაურ მოდელებს ვიცნობ და ამ სფეროს ნიუანსები ვიცი. ეს ბიზნესი ექსპლუატაციაზეა აგებული. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. თავად ცხოვრების სტილი და ეს სფერო ისეთია, ცოტა მოზრდილი ასაკის უნდა იყო, სწორი გადაწყვეტილებები რომ მიიღო. ეს კი რთული იქნებოდა 17 წლის გოგოსთვის. ასევე, ამ სფეროში გრძელვადიანი წარმატება გამართლებაზეა დამოკიდებული.
- დიახ, მაკიაჟის და ვარცხნილობის გასაკეთებლად სალონში ჩავეწერე, ჩემი ხარჯით გავიკეთე. რაც ვთხოვე, იმდენად კარგად შეასრულეს, კონკურსმა რომ ჩაიარა, ამ სალონში დავრეკე და მადლობა გადავუხადე. სამოსიც თვითონ შევარჩიე, დიდი შავი კაბა მეცვა. ქართველმა დიზაინერმა შემიკერა, რომლის სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს. მაშინ ბევრი დამწყები დიზაინერი შემდეგში ძალიან ცნობილი გახდა და მგონი, ერთ-ერთი ასეთი დიზაინერის იქნებოდა ის კაბაც.
- თაყვანისმცემლები არასოდეს მაკლდა. მახსოვს, დედა ჩემს დაბადების დღეებს ვერ იტანდა, რადგან აღარ იცოდა, უამრავი ყვავილისთვის რა მოეხერხებინა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო ის ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი, დროებითი და არასერიოზული ურთიერთობები გახლდათ...შემდეგ დავოჯახდი, ქორწინებაში 16 წელი ვიყავი და ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს. საკმაოდ ბედნიერი პირადი ცხოვრება მაქვს. საქართველოში უყვართ დრამატული ამბები, მაგრამ ასეთი არაფერი მახსენდება...
- ასე გამზარდეს და ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ ძლიერი უნდა ვიყო. თუ რამის გაკეთება გინდა, მოქმედება უნდა დაიწყო, სხვის იმედად ყოფნა არ შეიძლება. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ამერიკაში რაიმეს მიღწევა რთულია, ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო, რათა საკუთარი თავის რეალიზება შეძლო. მაგრამ მეორე მხრივ, ეს ქვეყანა უამრავ შესაძლებლობას გაძლევს... მაქსიმალურად ვცდილობ, ისე გავანაწილო დრო, რომ შვილებს ყურადღება არ მოვაკლო და პარალელურად, პროფესიულადაც ვიზრდებოდე.