სამშობიაროს 14 ექთანი ერთდროულადაა ორსულად და დეკრეტისთვის ემზადება -  კლინიკის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია და დანარჩენ პერსონალს დაორსულებისგან დროებით თავშეკავებას სთხოვს - მშობლები

სამშობიაროს 14 ექთანი ერთდროულადაა ორსულად და დეკრეტისთვის ემზადება -  კლინიკის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია და დანარჩენ პერსონალს დაორსულებისგან დროებით თავშეკავებას სთხოვს

2023-12-31 16:25:03+04:00

კანადის ქალაქ მონრეალის ერთ-ერთ სამშობიაროში 14 მედდა ერთდროულად დაორსულდა. ინფორმაციას CBC News ავრცელებს.

ყველა ექთანი, რომელიც დაორსულდა, ერთ სამშობიაროში, ლასალის ჰოსპიტალში მუშაობს. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, კლინიკისთვის ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა. „როდესაც პირველად დავიწყე აქ მუშაობა, მაშინაც რამდენიმე მედდა ერთდროულად იყო ორსულად “, - ამტკიცებს ის. თუმცა, ერთდროულად ამდენი ექთანი დეკრეტული შვებულების მოლოდინში არასოდეს ყოფილა.

ორსულობის პერიოდები განსხვავებულია, ამიტომ ექთნებს მშობიარობა სხვადასხვა დროს მოუწევთ. ბევრი მათგანი გეგმავს, რომ ბოლომდე გააგრძელოს მუშაობა და შვებულებაში გასვლას მშობიარობამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე აპირებს.

ამის მიუხედავად, საავადმყოფო შიშობს პერსონალის დეფიციტის საშიშროების წინაშეა და აქტიურად ეძებს კადრებს წასული თანამშრომლების შემცვლელად. სამშობიარო განყოფილების უფროსმა უკვე მოუწოდა ხელქვეითებს, ასე ხშირად და მითუმეტეს, ერთდროულად, არ დაორსულდნენ.