"ყველა კისტა საოპერაციო არ არის..." - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს, როდისაა საკვერცხის კისტის დროს ოპერაციის ჩატარება აუცილებელი - მშობლები

"ყველა კისტა საოპერაციო არ არის..." - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს, როდისაა საკვერცხის კისტის დროს ოპერაციის ჩატარება აუცილებელი

2024-01-03 11:44:25+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს, რა შემთხვევაშია საკვერცხის კისტის დროს ოპერაციის ჩატარება აუცილებელი:

- ზოგჯერ, ექოსკოპიური კვლევისას საკვერცხეებში კისტას ვხედავთ. მაგრამ, ყველა კისტა საოპერაციო არ არის. გააჩნია, კისტის ზომას, კონსისტენციას, პაციენტის ანამნეზსა და ჩივილებს. არსებობს ე.წ. ფუნქციური კისტები, რომლებიც საკვერცხეში იმის გამო ჩნდება, რომ ფოლიკული, როცა იზრდება, იმისათვის, რომ გასკდეს, ანუ მოხდეს ოვულაცია და კვერცხუჯრედი გამოვიდეს, ეს პროცესი, გარკვეული ჰორმონალური დისბალანსის გამო, არ ხდება და ის კისტაში გადადის, აგრძელებს ზრდას და საყურადღებო ხდება იმ მხრივ, რომ თუ ის გაიზარდა ზომაში და ძალიან დიდი გახდა, შეიძლება გასკდეს, ან მისი გადაგრეხა მოხდეს და გადაუდებელი ოპერაციის აუცილებლობა დადგეს. მაგრამ, ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ხდება. ამიტომ, როდესაც ფუნქციურ კისტას ვხედავთ, აუცილებლად, დინამიკაში ექოსკოპიას განმეორებით ვაკეთებთ. შეიძლება რამდენიმე დღეში, ან უბრალოდ მენსტრუაციის შემდეგ. თუ ქალს ამ დროს მენსტრუაციის გადაცდენა აქვს, რაც კისტის გამო ხშირად ხდება, მაშინ ვცდილობთ, მენსტრუაცია რაც შეიძლება, მალე გამოვიწვიოთ იმისათვის, რომ კისტა ციკლის დასაწყისში, სადღაც, მე-4-მე-5 დღეს გადავამოწმოთ და დავნიშნოთ ისეთი მკურნალობა, რომელიც კისტის გაწყვლას ხელს შეუწყობს. მაგრამ, თუ კისტა 1-2 ციკლის განმავლობაში არ გაიწოვება, იზრდება ზომაში, არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ლაპარასკოპიული ცისტექტომია უნდა ჩატარდეს.