ცნობილი წინასწარმეტყველი, ასტროლოგი, ექსტრასენსი ვოლფ მესინგი საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მას არაერთი წინასწარმეტყველება ეკუთვნის და მის პროგნოზებს ბევრი ადამიანი ენდობოდა. როგორც ამბობენ, ბევრი წინასწარმეტყველება უკვე ახდა. წინასწარმეტყველი 1974 წლის 8 ნოემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვოლფ მესინგმა 2024 წლისთვის აღნიშნა, რომ ეს წელი მთელი მსოფლიოსათვის გარდამტეხი ეტაპი იქნება და სხვადასხვა სფეროში კრიზისი და პრობლემებია მოსალოდნელი. ეს ეხება როგორც პოლიტიკას, ასევე ეკონომიკას, ეკოლოგიას და ასე შემდეგ. თუმცა, მის წინასწარმეტყველებაში დადებითი ასპექტებიცაა. მესინგმა წლების წინ ტექნიკური მეცნიერების სწრაფ განვითარებაზე ისაუბრა, რაც ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
ამავდროულად, მესინგი ამბობდა, რომ ტექნოლოგიური სიახლეებისა და განვითარების პარალელურად, ადამიანების თავისუფლებასა და კონფიდენციალურობას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება, ამიტომაც, ინოვაციები სიფრთხილით უნდა მივიღოთ.
წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ 2024 წელს ეკოლოგიური პრობლემები კვლავ გაგრძელდება და გარემოსდაცვითი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ქვეყნებმა ძალები ენერგიის უფრო სუფთა წყაროების მოსაძებნად უნდა გააერთიანონ.
ვოლფ მესინგი აღნიშნავდა, რომ 2024 წელს ეკოლოგიური კატასტროფების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზრდება. კლიმატური პირობების ცვლილება, ქარიშხლები, ტყის ხანძრები კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიაღწევს და ქვეყნებს სერიოზულად დააზარალებს.
მესინგის თქმით, 2024 წელს გაჩნდება ახალი სამკურნალო პრეპარატი და მიმართულება, რომელიც მსოფლიოში ავადობასა და სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
წინასწარმეტყველი ამბობდა იმასაც, რომ 2024 წელს მსოფლიოს გლობალურ დონეზე ეკონომიკური კრიზისი და ფინანსური არასტაბილურობა ელის. მისი თქმით, უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება და მოქალაქეთა შემოსავალი შემცირდება. შემცირდება სახელმწიფოების ბიუჯეტიც.
თუმცა, როგორც მესინგი აღნიშნავდა, ეკონომიკურ კრიზისს დადებითი მხარეც აქვს. მას ახალი ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური სექტორების განვითარება მოჰყვება. კრიზისები სახელმწიფოს, კომპანიებსა და მეწარმეებს უბიძგებს, შემოსავლის გამომუშავებისა და გაზრდის მიზნით, ახალი გზები ეძებონ. ეს ადამიანების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას გამოიწვევს, რაც მის შემოსავალზეც მოახდენს გავლენას. ყველაზე შესამჩნევი ზრდა იქნება ალტერნატიული ენერგიის, ბიოტექნოლოგიის ან კიბერუსაფრთხოების სფეროებში.
ვოლფ მესინგის წინასწარმეტყველების მიხედვით, პოლიტიკის მიმართულებით, 2024 წელი გარდამტეხი ეტაპი იქნება. მისი პროგნოზით, მსოფლიო ასპარეზზე სახელმწიფოების პოზიციები შესაძლოა, შეიცვალოს და ახალი პოლიტიკური ლიდერებიც გამოჩნდნენ. გარდა ამისა, გეოპოლიტიკური ვითარება რამდენიმე ქვეყანაში შეიცვლება. ზოგიერთი მოიპოვებს მეტ გავლენას, ხოლო ზოგმა სახელმწიფომ შესაძლოა, პოლიტიკური სტატუსი დაკარგოს. მესინგის თქმით, ამ სიტუაციაში მეზობელი ქვეყნები ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას განსაკუთრებით გააძლიერებენ.
2024 წელს მეცნიერების განვითარების სხვა დონეს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებულ პროგრესს ვიხილავთ. მესინგის თქმით, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. სკოლები და უნივერსიტეტები სულ უფრო მეტ ონლაინ კურსს დანერგავენ. ბევრი ადამიანი საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად მიიღებს.
მესინგის წინასწარმეტყველების ადამიანებს მართლაც სჯერათ. როგორც ამბობენ, მან მეორე მსოფლიო ომის დაწყება და ფაშიზმის დასრულება ზუსტად გამოიცნო. კერძოდ, ის ბერლინის თეატრის სცენაზე იდგა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნახევარი საათის განმავლობაში გაუჩერებლად ლაპარაკობდა. შემდეგ კი გონება დაკარგა. გერმანელი ოფიცრებით სავსე დარბაზის წინ მან თქვა, რომ მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყება, რომლის დროსაც ფაშისტური რეჟიმი დასრულდება.
გარდა ამისა, მან სტალინის სიკვდილიც იწინასწარმეტყველა. კერძოდ, 1953 წელს მესინგი სტალინთან ებრაელების დევნის შეწყვეტის თხოვნით მივიდა. მან არც კი მოუსმინა. ამის შემდეგ, ვოლფ მესინგმა იწინასწარმეტყველა, რომ სტალინი მალე გარდაიცვლებოდა და ეს ებრაულ დღესასწაულზე მოხდებოდა. მართლაც, სტალინი 1953 წლის 5 მარტს, ებრაული დღესასწაულის, პურიმის დღეს გარდაიცვალა.