თეონა თავართქილაძე მალე ბებია გახდება. როგორც სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, დიზაინერის ვაჟი, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე პირველ საერთო შვილს ელოდებიან. რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ვატომ საყვარელ ქალს ორი წლის წინ ხელი საჯაროდ სთხოვა. ამ მოვლენის ამსახველი კადრები მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თეონა თავართქილაძის რძალი პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც თავადაც პროფესიად ფეხბურთელობა აირჩია.
2020 წლის აგვისტოში ვატო საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა და ორწლიანი კონტრაქტი კლუბ "ფათიჰ კარაგიუმრიუკისთან" გააფორმა. თუმცა 2323 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ვატო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს.