"თქვენსას ვჭამ თუ რა ხდება?! მეორედ ეს არ გააკეთოთ... მეტირება, მეცინება, ყველა რეაქცია მაქვს ერთად" - რა ვიდეოს აქვეყნებს თათია სულუაშვილი - მშობლები

"თქვენსას ვჭამ თუ რა ხდება?! მეორედ ეს არ გააკეთოთ... მეტირება, მეცინება, ყველა რეაქცია მაქვს ერთად" - რა ვიდეოს აქვეყნებს თათია სულუაშვილი

2024-01-05 10:53:48+04:00

იუმორისტი თათია სულუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს წონის მომატებასთან დაკავშირებულ უხერხული თუ უტაქტო შეკითხვების თაობაზე.

"სანამ ახლი წელი დადგებოდა, ფეხსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი. მოვიდა გამყიდველი, მივესალმეთ ერთმანეთს.

რაღაც მომატებული ხარო? - მკითხა. გამიკვირდა ასეთი თამამი რეაქცია და ვუთხარი, რომ ცოტა 3-4 კილო მოვიმატე- მეთქი. ჩვეულებრივად ვესაუბრე.

"რატო, გიყვარს ჭამა? მოდი აღარ ვჭამოთ, მოდი ნათია, ნახე, ხომ გახსოვს თათია შარშან როგორ იყო. რატომ ვჭამთ? მოდი, აღარ ვჭამოთ." - თქვა.

ადამიანები ძალიან მარტივად აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რომ ასეთი რეაქცია ჰქონდეთ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო