მარტოხელა დედას 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად... - 4 წლის ნუცას უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა - მშობლები

მარტოხელა დედას 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად... - 4 წლის ნუცას უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა

2024-01-05 19:19:42+04:00

4 წლის ნუცას შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები წერენ. პატარა გოგონას, რომელსაც მამა გარდაცვლილი ჰყავს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება!

ნუცა გაგნიძეს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება: „ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება“, რაც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ექიმებმა ნუცას მარტოხელა დედას მხოლოდ 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად, სხვა შემთხვევაში ნუცას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. მედიკოსების თქმით, აღნიშნულ დაავადებაზე ოპერაცია მხოლოდ 2 ქვეყანაში, ამერიკასა და გერმანიაში კეთდება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ნუცას აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვას საჭიროებს, თუმცა ამ მომენტისთვის ნუცას ასაკი ოპერაციასთან შეუსაბამოა, ამიტომ პატარა ნუცა დაბადებიდან მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ნუცას მამა და ბიძა ნიკა და თორნიკე გაგნიძეები („ანსამბლ ძირიანის“ წევრები) 2 წლის წინ რაჭაში ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ. მას შემდეგ ნუცას დედა, 29 წლის სალომე ქოჩლაძე 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.

  • #საქართველოსბანკი #GE36BG0000000469369000 მიმღები: სალომე ქოჩლაძე.
  • #ლიბერთიბანკი #GE19LB0711189587982000 - მიმღები: გვანცა ქოჩლაძე.
  • #თიბისიბანკი #GE64TB7429845061600004 მიმღები: ლია თაბუკაშვილი