მშვენიერი მოდელი ლიკა კვარაცხელია ქალიშვილებთან, დედასთან და შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს შემდეგი მინაწერით:
"სურათში ორი ბებოა, სამი დედა, ოთხი შვილი, ერთი დეიდა, ორი და, შვილთაშვილი და სამი შვილიშვილია... ჩემი საყვარელი და ძვირფასი გოგონები... იმედია სწორად დავთვალე"...
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ლიკა ნამდვილად ბებიაა და ეს ულამაზესი ქალიშვილები მისი არა დები, არამედ შვილები არიან.