მაია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია, ბოლო პერიოდში ამერიკაში ცხოვრობს და იქ გეგმავს კარიერის აწყობას. იქვე ჰყავს რჩეული - გიორგი რაზმაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელი სთხოვა და სასურველი თანხმობაც მიიღო.
დღეს ლიზა 26 წლის გახდა და ამერიკაში, ოჯახურ გარემოში გადაიხადა დაბადების დღე.