ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, "კრავთა დუმილის" ვარსკვლავი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საკმაოდ გულახდილი იყო და განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა მის საუბარს თაობებს შორის ურთიერთობაზე. მსახიობმა აღიარა, რომ საკმაოდ უჭირს ახალგაზრდა მსახიობებთან მუშაობა, რადგან ძალიან დიდი სხვაობაა ცხოვრებისეულ შეხედულებებში. 2000 წელს და შემდგომ დაბადებული ადამიანები, ე.წ. ჯენ-ზი თაობა, თურმე მას ძალიან აღიზიანებს და ამას არც მალავს. განსაკუთრებით უძნელდება მათთან მუშაობა. "დიახ, საკმაოდ მაღიზიანებენ, განსაკუთრებით, სამუშაოზე. ასეთები არიან: "არა, დღეს არ ვარ ამის ხასიათზე, გადასაღებ მოედანზე დილის 10:30-ზე მოვალ". ან, მაგალითად, მიუთითებ უამრავ გრამატიკულ შეცდომაზე ელექტრონულ წერილებში, ისინი კი გპასუხობენ: "ორთოგრაფია რატომ უნდა შევამოწმო? ეს ხომ ერთგვარი შეზღუდვაა?" - ამბობს ფოსტერი. იმასაც დასძენს, რომ არ აპირებს მსგავს მიდგომებთან შეგუებას და ამიტომ ცდილობს ნაკლებად ჰქონდეს თანამშრომლობა ახალი თაობის მსახიობებთან. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ მათ შორისაც ხანდახან ხვდება ნიჭიერ მსახიობებს. "ხშირად მიწევს ახალგაზრდა მსახიობებთან ურთიერთობა, იძულებული ვარ..." - ამბობს ჯოდი და მისივე თქმით, ერთ-ერთი მსახიობი, რომელიც გამორჩეულად ნიჭიერად მიაჩნია, 20 წლის ბელა რამზია, სერიალ "ერთი ჩვენგანის" ვარსკვლავი.
ჯოდის ამ ინტერვიუს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ბევრი დაეთანხმა, ბევრმა კი გაკიცხა და ეჭვქვეშ დააყენა მისი ადეკვატურობა. "უფროი თაობა ხშირად აკრიტიკებს ახალგაზრდებს, თუმცა საკუთარ თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას იმ როლისთვის, რომელიც მას ჰქონდა თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. სწორედ მათ გაზარდეს ის თაობა, რომელიც ახლა არ მოსწონთ", - წერენ კომენტარებში.