შუა ზამთარში დაბადება, კვლევის მიხედვით, წარმატებული მომავლისთვის ბავშვის შანსებს ზრდის.იანვარსა და თებერვალში დაბადებული ჩვილებს თითქოს მთელი წლის ნაღები ერგოთ - უზარმაზარი შესაძლებლობები იხსნება მათთვის.
კვლევამ აჩვენა, რომ ჰოლივუდის და ამერიკული შოუბიზნესის ვარსკვლავების უმეტესი ნაწილი 20 იანვრიდან 18 იანვრამდე დაიბადა.
„ზამთრის ბავშვებს“ უკეთესი კარიერა აქვთ, ვიდრე „ზაფხულის ბავშვებს“. მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელების დაბადების თარიღების მონაცემების ანალიზის მიხედვით, მათი 10% იანვარ-თებერვალშია დაბადებული. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაწყებით სკოლაში ჩარიცხვის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზამთრის ბავშვები კლასში ყველაზე უფროსები არიან და უკეთ უმკლავდებიან სასკოლო დატვირთვას.
როგორც ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ავსტრალიის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის მოთამაშეებს შორის ძალიან ბევრია იანვარ-თებერვალში დაბადებული. იგივე შეიძლება ითქვას კანადის ნაციონალური ჰოკეის ლიგის მოთამაშეებზე.
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ზამთარში დაბადებულ ბავშვებს მომავალში ექიმებად გახდომის მეტი შანსი აქვთ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზამთარში დაბადებულებს უფრო მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი აქვთ, ვიდრე ზაფხულში დაბადებულებს, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.