ცნობილმა ბლოგერმა 2 თვის შვილი თოვლის გორაში გადააგდო, რომ ვიდეოს ბევრი ნახვა ჰქონოდა - მშობლების ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა - მშობლები

ცნობილმა ბლოგერმა 2 თვის შვილი თოვლის გორაში გადააგდო, რომ ვიდეოს ბევრი ნახვა ჰქონოდა - მშობლების ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა

2024-01-08 12:24:54+04:00

სოციალურ ქსელში მამაკაცის ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ ის საკუთარ 2 თვის ვაჟს დიდ თოვლში აგდებს და მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და უამრავი მშობელი აღაშფოთა. შემთხვევა რუსეთში მოხდა. ცნობილმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა სერგეი კოსენკომ საკუთარ მცირეწლოვან შვილს საფრთხე მხოლოდ იმის გამო შეუქმნა, რომ პოპულარული ვიდეო გადაეღო, სოციალურ ქსელში გამოექვეყნებინა და უამრავი ლაიქი და გამოხმაურება შეეგროვებინა.

4-1704702460.jpg

გავრცელებულ ვიდეოს მალევე სხვა კადრებიც მოჰყვა, სადაც ჩანს, რომ 2 თვის ბავშვის მშობლები თავადაც ხტებიან დიდ თოვლში.

მართლაც, ვიდეომ ათი ათასობით მოწონება და უამრავი კომენტარი დაიმსახურა, თუმცა, როგორც მშობლები გეგმავდნენ, საზოგადოებამ მათი საქციელი სახალისო ქმედებად სულაც არ აღიქვა და უამრავი ნეგატიური შეფასება მიიღეს.

5-1704702471.5 (1).jpg

"ბავშვს სუსტი ძვლოვანი სტრუქტურა, მოუმწიფებელი ვესტიბულური აპარატი აქვს და ტვინი შეიძლება მცირე დარტყმითაც კი სერიოზულად დაზიანდეს. ამ ასაკში ბავშვებს მხოლოდ დიდი სიფრთხილითა და სინაზით უნდა მოვეპყრათ.“ - წერენ ექიმები და სოციალური ქსელების მომხმარებლები.

6-1704702511.6.jpg

ახალგაზრდა მშობლებს უპასუხისმგებლობაში დასდეს ბრალი და კომენტარებში ძალიან ბევრი შენიშვნა და ნეგატიური ფრაზა დაუწერეს.