ფინანსისტებმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების დაბადების თარიღები გააანალიზეს და დაბადების ყველაზე იღბლიანი თარიღი გამოავლინეს. ამ დღეს ყველაზე მეტი მილიარდერი დაიბადა
ზოგს სჯერა ეზოთერიზმის (ასტროლოგია, ნუმეროლოგია და ა.შ.) და თვლის, რომ დაბადების თარიღს, ისევე როგორც ზოდიაქოს ნიშნებს, შეუძლია გავლენა მოახდინოს ბედზე. დღესდღეობით სკეპტიკოსები ამას მისტიკურ აზროვნებას უწოდებენ და ვერ ხედავენ პირდაპირ კავშირს დაბადების რიცხვსა და მომავალ ბედს შორის. თუმცა, ექსპერტებმა გადაწყვიტეს კვლევა ჩაეტარებინათ, რათა გაერკვიათ, ნამდვილად არის თუ არადამოკიდებული ჩვენი მომავალი იმ დღესა და თვეზე, რომელშიც დავიბადეთ.
შედეგმა მეცნიერებიც კი გააოცა. აღმოჩნდა, რომ კავშირი დაბადების თარიღსა და შემდგომ წარმატებას შორის ნამდვილად არსებობს. ფინანსისტენმა მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობის და მათი დაბადების დღეების მონაცემები შეაგროვეს. აღმოჩნდა, რომ შეერთებულ შტატებში მსოფლიოს მილიარდერების უმრავლესობა - 189 მათგანი ცხოვრობს, ჩინეთში კი მხოლოდ 53.
Coupon Follow-ის ფინანსურმა ექსპერტებმა შეისწავლეს 500 ტოპ მილიარდერი და მათი დაბადების თარიღები. ასე რომ - დამთხვევა თუ არა - დაბადების გარკვეული თარიღი და თვე ყველაზე გავრცელებული იყო მილიარდერებს შორის.
ეს თარიღი 30 ნოემბერი აღმოჩნდა. 500 მილიარდერიდან 19 ამ დღეს დაიბადა. იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში 365 ან 366 დღეა, თეორიულად ყოველ თარიღზე 1-2 ადამიანი შეიძლება დაიბადოს, მაგრამ 30 ნოემბერმა ყველა რეკორდი მოხსნა.
ასევე, მთელი ოქტომბერი საკმაოდ წარმატებული იყო Forbes-ის სიის მომავალი ლიდერების დაბადებისთვის. ამ თვეში 500-დან 45 მილიარდერის დაბადების დღე იყო. 1-ელ იანვარს კი 13 მილიარდერი დაიბადა.
ამ სიაში შედის, მაგალითად, Advance Publications-ის მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი, რომელიც 500 უმდიდრეს მილიარდერს შორის 115-ე ადგილზეა და ის 30 ნოემბერს დაიბადა. ამჟამად დონალდ ნიუჰაუსის ქონება 15,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ასევე 30 ნოემბერს დაბადებულთა სიაშია გუო ჩენ ლიანგი, საღებავებისა და დაფარვის მასალების მწარმოებელი Wuthelam Holdings-ის დამფუძნებელი სინგაპურში. ბიზნესმენი 11,1 მილიარდი დოლარის მფლობელია.