მომღერალი მარიკა თხელიძე ქალიშვილ ვივიენთან ერთად სტურობდა "პოსტ ალიონს" და დედობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაქსიმალურად ცდილობს, მეგობრულად გაზარდოს შვილები.
"ვცდილობ, სიყვარულით გავზარდო, მეგობრულად და მაქსიმალურად ვცე პატივი მათ აზრს. ნიკოლოზი უფრო დიდია და ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ვეკითხები აზრს, პატივს ვცემ, მერე ისიც პატივისცემით არის ჩემ მიმართ და შეხმატკბილებულები ვართ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე ვანიჭებ უპირატესობას იმას, რომ იმეგობრო შენს შვილთან. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია... ვცდილობ არ ვიყო მაქსიმალისტი, მეტად გავუგო..."
თეკლა ჟვანია