გუშინ თბილისში ფემიციდის მორიგი ფაქტი მოხდა. ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. კაცმა მეუღლეს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია.
გარდაცვლილი ქალი 27 წლის ქეთევან ედიბერიძეა, ბრალდებული - გიორგი კავლელაშვილი. მას პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს მოკლული ქალის ოჯახი. "ტვ პირველს" გოგონას ბაბუა უყვება, რომ მისი სიძე სვამდა და ამის გამო მას საყვედურობდა კიდეც. რაც შეეხება ცოლ-ქმრის ურთიერთობას, ქალის მამა ამბობს, რომ მის შვილსა და სიძეს "მოსიყვარულე ურთიერთობა" ჰქონდათ". განაგრძეთ კითხვა