ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე იუბილარია. ფეხბურთელი საკუთარ ცოლს დაბადების დღეს სოციალური ქსელიდანაც ულოცავს და ინსტაგრამზე მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოსა და ფოტოს აქვეყნებს:
"გილოცავ, დაბადების დღეს, ჩემო ყველაფერო. მიყვარხარ, სამუდამოდ!" - წერია მისალოც ტექსტში.
ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ რჩეულზე რამდენიმე თვის წინ თბილისში დაქორწინდა. ისინი ახლა იტალიაში ცხოვრობენ.