"რომ დაფიქრდეთ, ხალხო, ქალები რამდენ რამეს ვაკეთებთ... და არ გვიფასდება, კიდევ უსაქმურად გთვლიან... ყველაფერს ნუ უჯერებთ, რასაც სოციალურ ქსელში ხედავთ, იქნებ ბენი სულაც არ არის იდეალური?!" - ნუკი კოშკელიშვილი დიასახლისების ტვირთზე - მშობლები

"რომ დაფიქრდეთ, ხალხო, ქალები რამდენ რამეს ვაკეთებთ... და არ გვიფასდება, კიდევ უსაქმურად გთვლიან... ყველაფერს ნუ უჯერებთ, რასაც სოციალურ ქსელში ხედავთ, იქნებ ბენი სულაც არ არის იდეალური?!" - ნუკი კოშკელიშვილი დიასახლისების ტვირთზე

2024-01-13 10:59:34+04:00

ნუკი კოშკელიშვილი სახლში მყოფი დედებისთვის აქტუალურ თემას შეეხო და მის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ბენს ჰქონდა დაბადების დღე ცოტა ხნის წინ და დღეს გამოაცხადა, რომ მინდა ჩემი მეგობრები დავპატიჟო და რამე გავაკეთოთო... ესე იგი, რომ დაფიქრდეთ, ხალხო, ქალები რამდენ რამეს ვაკეთებთ, რამდენს ვახერხებთ... საჭმელს ხომ გავაკეთებ, სახლს ხომ დავალაგებ, თმას დავივარცხნი, შევიღებები, მერე ბავშვს გავუვლი, მოვიყვან, ვაჭმევ... რამდენს ვახერხებთ და როგორ რაღაცნაირად გვიფასდება... ბავშვი რომ მოდის სახლში, მაგალითად, ყველაზე მეტად უხარია მამა... რაღაცნაირი პროტესტი მაქვს... რას ვეძახით კარგ მამას? ვინც ოდნავ მაინც მიაქცევს ბავშვს ყურადღებას... რა კარგი მამაა, თავიდან ბოლომდე ჩართულია. ხალხნო, ჩვენ ვატარეთ ცხრა თვე მუცლით, მერე ვაჭამეთ ძუძუ, ძირითადად ჩვენ მოგვყავს სკოლიდან... ჩემს შემთხვევაში შეიძლება ასეა, მაგრამ ყველაფერს ნუ უჯერებთ, რასაც სოციალურ ქსელში ხედავთ. იქნებ მე გაჩვენებთ ბენს ასეთს და სულაც არ არის იდეალური? მე ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ იდეალური ოჯახი მეგონა და ასე არ აღმოჩნდა... ასე რომ, დახურულ კარს მიღმა რა ხდება, არავინ არ იცის...

გავიგე, რომ დედა ვარ, მაგრამ მართლა ყველას დაყრილი რატომ უნდა ალაგო?.. მაგრამ მერე გეუბნებიან, მე ხომ სამსახურში ვარ... ბენზე არ მაქვს საუბარი, ისე ვლაპარაკობ. ბევრჯერ გამიგია კაცისგან, ეგ რას აკეთებს, მთელი დღე სახლში ზის. რას ნიშნავს სახლში ზის? საჭმელი ხომ გასაკეთებელია, ბავშვი ხომ გამოსაყვანია..."