ცნობილი გინეკოლოგი, ნინო ჩოგოვაძე და ასევე ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ალექსანდრე კალანტაროვი დაქორწინდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას მათ თავად გაუმხილეს. ნინო ჩოგოვაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს აშშ-ში, ლას ვეგასში იქორწინეს.
"ძალიან საინტერესო ახალი წელი გავატარეთ მე და საშამ ამერიკაში, საშამ გადაწყვიტა ასე და იყო ძალიან საინტერესო.
ახალი წლის პერიოდი მოგვიწია ლას ვეგასში ყოფნა, საოცარი ფეიერვერკი იყო, იქ მართლა საოცარი ახალი წელია, შადრევნები, ფეიერვერკი. გვეგონა, რომ ჩვენ გვილოცავდნენ. უნდა გავამხილო ერთი საიდუმლო, გადავწყვიტეთ, რომ გვექორწინა", - ამბობს ნინო ჩოგოვაძე. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები