2024 წელი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო და საერთაშორისო მედიაში უკვე საუბრობენ, თუ რომელი ქორწილი მიიღებს წლის ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ცერემონიის ტიტულს. ბრუნეის პრინცი აბდულ მატინი და მისი ცოლი - მაღალი რანგის მრჩეველის ქალიშვილი, ანიშა ისე კალებიჩი ამას ნამდვილად იმსახურებენ. ამ ქორწინების გამორჩეულობა ის კი არ არის, რომ ცერემონია მილიონობით დოლარი დაჯდა, არამედ ის, რომ ქორწილი 7 იანვარს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა... წყვილმა ნიშნობაზევე განაცხადა, რომ ქორწილი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა, ამიტომაც ყველამ იცოდა, რომ ეს რაღაც მასშტაბური და გრანდიოზული იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ 10-დღიანი საქორწინო ცერემონია ბრუნეის წეს-ჩვეულებებით აიხსნება. ყოველდღე სიძე-პატარძალი სხვადასხვა რიტუალს ატარებს და ქორწინებისთვის თანდათან ემზადება. მაგალითად, 7 იანვარს ანიშა ისე კალებიჩმა სავსე დარბაზში ყურანი თავიდან ბოლომდე ხმამაღლა წაიკითხა. ითვლება, რომ ამ გზით, წყვილი ბედნიერ და ხანგრძლივ ქორწინებას შეინარჩუნებს. 10 იანვარს კიდევ ერთი რიტუალი ჩატარდა. ახლობელმა ადამიანებმა ახალგაზრდა წყვილს ხელისგულებზე სპეციალური ფხვნილი წაუსვეს. ამ რიტუალით ისინი მათ მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას ადასტურებენ.
ახალდაქორწინებულ წყვილს საჩუქრების მისაღებად კიდევ ერთი დღე დასჭირდა. მათ რამდენიმე დღე დარჩათ, რომ სხვადასხვა რიტუალი შეასრულონ. თავად საქორწინო ცერემონია 11 იანვარს სულთან ომარ ალი საიფუდინის მეჩეთში გაიმართა, რომელიც ბრუნეის დედაქალაქ ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს. თუმცა, ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი წვეულება 14 იანვარს იყო დაგეგმილი. ცნობილ სტუმართა სიაში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ქორწინებამდე ანიშა და აბდულა ერთმანეთს 8 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ და როგორც ამბობენ, მათმა ურთიერთობამ გამოცდა ჩააბარა და დროს გაუძლო. სხვათა შორის, ბრუნეის ზოგიერთი მცხოვრები ამ კავშირის წინააღმდეგი იყო: მათ სჯეროდათ, რომ სულთნის საყვარელი ვაჟი და აზიის ყველაზე სიმპათიური სასიძო უბრალო წარმომავლობის გოგონაზე არ უნდა დაქორწინებულიყო.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანიშას სამეფო წარმომავლობა არ აქვს, ის საკმაოდ განათლებული გოგონაა. ანიშა ბრუნეის სულთნის სპეციალური მრჩევლის ქალიშვილია, რომელიც ასევე Royal Brunei Airlines-ს ფლობს.
გოგონას ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი და ტურისტული კომპანია აქვს, პრინცი აბდულ მატინი კი პოლიტიკურ კარიერას ავითარებს.
32 წლის პრინცი მარტინი სულთან ჰასანალ ბოლკიაჰას მეოთხე ვაჟი და მე-10 შვილია, რომელიც ყოფილი მეუღლისაგან მარიამ ჰაჯისაგან ჰყავს. ის ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკას სწავლობდა. გარდა ამისა, პრინცი მარტინი ბრუნეის შეიარაღებული ძალების კაპიტანია.