"ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური და ანა ბირთველიშვილი გახდნენ. გამარჯვებული მონაწილე საჩუქრად ბინა ბაკურიანში ერგო.თედომ გამარჯვება დიდი ემოციებით გამოხატა.
იგი მაყურებელმა ჯერ კიდევ ბავშვობაში ფილმით „გაღმა ნაპირი" გაიცნო. პოპულარობის მიუხედავად, გარკვეული დროის განმავლობაში ის საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა, თუმცა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები", თედო კვლავ დააბრუნა სცენაზე.
თედო ბექაური 27 წლისაა. ჰყავს მეუღლე, ანი ხუციშვილი და 2 წლის ვაჟი დემეტრე, რომელიც მამას ფინალშიც გულშემატკივრობდა.
თედოს გამარჯვებას სოციალური ქსელში დადებითი და ემოციური გამოხმაურება მოჰყვა:
"ერთი კარგი ბიჭის ცხოვრება შეიცვალა სასიკეთოდ"
"ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი საქართველო ვალში ვიყავით ამ ალალ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანთან. და ახლა ზუსტად ის დრო იყო, რომ თედოს მხარში დავდგომოდით"
"მთელი საქართველო შენი სიხარულის მოზიარეა, უამრავი წარმატება თედოს."
"რა საოცარია, ვტირი. როგორი გულწრფელია ეგ ბიჭი პროექტი ათმაგად დავაფასე" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.