"იმუნიტეტის" საახალწლო გადაცემა ოჯახურ ტრადიციებს მიეძღვნა და ორივე წამყვანი - ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა - ოჯახის წევრებთან ერთად წარდგა. ჩიჩუებმაც და კუზანოვებმაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორია მათი მეკვლეობის ტრადიცია და ვინ ჰყავთ ხოლმე მეკვლედ ახალ წელს.