2002 წლის 1-ელ ივლისს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ვლადიკავკაზელი მშენებლის ისტორიაზე კი წლების შემდეგ არაერთი ფილმი გადაიღეს. იმ დღეს, ავიაკატასტროფა ბოდენის ტბის თავზე მოხდა, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ბორტზე მყოფი 71 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ვიტალი კალოევის ოჯახის სამი წევრი - მეუღლე და ორი შვილი.
ვიტალი კალოევის ამბავი და მისი პერსონა დღემდე არის ინტერესის ობიექტი. 15 იანვარს ვიტალი 68 წლის გახდა და ეს დღე ოჯახთან ერთად - მეორე მეუღლე ირინასთან და ხუთი წლის ტყუპთან, სოფიასა და მაქსიმთან ერთად გაატარა.
ვინ იყო დამნაშავე კალოევის მეუღლისა და ორი შვილის გარდაცვალებაში, როდის გადაწყვიტა კაცმა შვეიცარიული კომპანიის ავიადისპეტჩერის მოკვლა, რომელიც პასუხისმგებელი იყო თვითმფრინავების მოძრაობაზე და შეძლო თუ არა მან სიმშვიდის მოპოვება სასჯელის მოხდის შემდეგ, სტატიაში მოგიყვებით...
ვიტალი კალოევი ვლადიკავკაზში, მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. სკოლაში კარგად სწავლობდა, მოგვიანებით, ჩრდილოეთ კავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სტუდენტი გახდა და არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა.
მალე კალოევი ვლადიკავკაზის სამშენებლო განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვიეს. 1999 წელს კონტრაქტით ესპანეთში გაემგზავრა, სადაც სახლებს აპროექტებდა. იმ დროისთვის ვიტალი უკვე რვა წლის დაქორწინებული იყო ეკონომისტ სვეტლანა გაგიევაზე. 1991 წელს წყვილს პირველი ვაჟი კოსტია შეეძინათ, 1998 წელს ქალიშვილი, დიანა.
2002 წლის ზაფხულში კალოევმა ბარსელონას მახლობლად კოტეჯის მშენებლობა დაასრულა. იმ პერიოდში ოჯახი ცხრა თვის უნახავი ჰყავდა და გადაწყვიტა ცოლ-შვილი ესპანეთში ჩაეყვანა და ერთად დაესვენათ. თავიდანვე ყველაფერი უცნაურად წარიმართა, თითქოს ვიღაც ცდილობდა სვეტლანა და ბავშვები მგზავრობისგან დაეცვა.
1-ელ ივლისს ბილეთები ვერ იშოვეს, მაგრამ ჩასხდომამდე რამდენიმე საათით ადრე სვეტლანას სამი ადგილი შესთავაზეს, სადაც ძირითადად მცირეწლოვანი მგზავრები იყვნენ დარეგისტრირებული - მოსწავლეები, რომლებიც ევროპაში უფასო მოგზაურობით დაჯილდოვდნენ. განაგრძეთ კითხვა