ექვსი წლის ბიჭს დედამ შემთხვევით უყიდა კანფეტი, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ WSOC-TV ავრცელებს.
შემთხვევა აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში, ფორტ მილში მოხდა. ქალის თქმით, შვილმა მას კანფეტის შეკვრა მიაწოდა და ყიდვა სთხოვა, როცა მაღაზიაში სალარო აპარატის წინ იდგნენ. მან შეფუთვა მოლარეს გადააწოდა და თანხაც გადაიხადა.
მალე ბიჭუნას უცნაურად ქცევა დაეწყო და უჩვეულო შეგრძნებებს უჩიოდა. ქალის ქმარმა ეჭვი შეიტანა, რომ ბავშვის ქცევა რაღაც ნივთიერებასთან იყო კავშირში, ეტიკეტს დახედა და აღმოაჩინა, რომ ლოლიპოპები ეგრეთ წოდებულ დელტა-9 -ს, კანაბინოიდ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავდა, რომელიც ნარკოტიკად ითვლება. ეს ნივთიერება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ამერიკის ზოგიერთ შტატში ლეგალიზებულია.
ბავშვი საავადმყოფოში გადაეყვანეს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ექვსი საათი გაატარა. "მეგონა, შვილი მოვკალი" - ამბობს დედა.
ტეტრაჰიდროკანაბინოლი წარმოადგენს ძირითად ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მარიხუანაში, რომელიც მოქმედებს ადამიანის გონებაზე. მოქმედებს ტვინის რეცეპტორებზე და იწვევს ხასიათის, დეპრესიის, სუიციდური აზრების, მეხსიერების პრობლემების და სწავლის უნარის დარღვევების ცვლილებას. მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.