ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი შვილს ელოდებიან - "ახლა გავიგებთ, და გეყოლებათ თუ ძმა..." - მშობლები

ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი შვილს ელოდებიან - "ახლა გავიგებთ, და გეყოლებათ თუ ძმა..."

2024-01-17 21:08:01+04:00

ტელეწამყვანმა, ცნობილი მსახიობის კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილმა და მუსიკოს დათო ევგენიძის ქალიშვილმა, მშვენიერმა ლიკა ევგენიძემ დღეს სოციალური ქსელით მისთვის მნიშნელოვანი სიახლე გაასაჯაროა. გამოაქვეყნა სქესის გამოცნობის ვიდეო, სადაც მისი შვილების დახმარებით გაიგო, რომ მალე კიდევ ერთი გოგონას დედა გახდება.

ლიკა პირველ ქორწინებაში ნიკა ალასანიასთან იმყოფებოდა და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. გარკვეული პერიოდი ლიკა და ნიკა ამერიკაში ცხოვრობდნენ, დაშორების შემდეგ კი ლიკა საქართველოში დაბრუნდა, აიწყო კარიერა და გარკვეული დროის შემდეგ პირადი ცხოვრება მუსიკოს ნიკა კოჩაროვს დაუკავშირა, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს.

374697563-851484223367864-5157650202877775209-n-1705511982.jpg

და აი, მათ ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - წყვილს რამდენიმე თვეში საერთო შვილი შეეძინება.

თეკლა ჟვანია