დაისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები 19 იანვარს და რამდენი უქმე დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე - მშობლები

დაისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები 19 იანვარს და რამდენი უქმე დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე

2024-01-18 11:29:37+04:00

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს და ოფიციალურად უქმე დღეა. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში დასვენების დღეა.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეები დარჩა:

  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

2023-2024 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი ივნისის ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება. ივლისიდან კი, როგორც წესი, საზაფხულო ბაღები ფუნქციონირებს.