10:23 / 19-01-2024 ქალი, რომელიც 53 წლის ასაკში დედა გახდა, "დილა მშვიდობისა საქართველოსთან" დედობისთვის ბრძოლაში განვლილ გზაზე ჰყვება.
"22 წელი ველოდებოდი შვილს, მთელი სულით და გულით მინდოდა, რომ დედა ვყოფილიყავი. არაერთ კლინიკას მივმართე, მაგრამ არ გამიმართლა. ძალიან ცუდად იყავი, დეპრესიაც მქონდა, მაგრამ იმ დონეზე მინდოდა შვილი მყოლოდა, ვამბობდი, რომ მაინც გავაჩენ-მეთქი.
მეგობრები მეუბნებიან, ყოჩაღ შენ, ლია, ამბობდი და გააკეთეო. მინდა, რომ ყველას ვუთხრა, არ დაყარონ ფარ-ხმალი, იბრძოლონ და ყველაფერი გამოვა. ახლა 53 წლის ვარ და ერთი თვის წინ გავხვდი დედა. ძალიან მშვიდი და ჭკვიანი ბავშვია, მგონია, დიდი დაიბადა.