"რატომ არ შემეძლო მორფის გარეშე ცხოვრება?.." - ბულინგი და მძიმე დიაგნოზი, რომელსაც კინაღამ ემსხვერპლა ემილია კლარკი - მშობლები

"რატომ არ შემეძლო მორფის გარეშე ცხოვრება?.." - ბულინგი და მძიმე დიაგნოზი, რომელსაც კინაღამ ემსხვერპლა ემილია კლარკი

2024-01-20 11:16:56+04:00

ემილია კლარკი ცნობილი ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობია. მსოფლიო პოპულარობა მას შემდეგ ეწვია, რაც ლეგენდარულ სერიალში "სამეფო კარის თამაშე" დეინერის როლი ითამაშა. ქერათმიანი ხალესის იმიჯი ხსნა აღმოჩნდა გოგონასთვის, რომელიც სამსახიობო კარიერაზე ოცნებობდა. იქამდე კი იძულებული იყო ემუშავა მიმტანად და ქოლ ცენტრის ოპერატორადაც კი. ფილმის გამოსვლის შემდეგ ემილია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი და ყველაზე სასურველი ქალი მსოფლიოში.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

ემილია კლარკი (სრული სახელი Emilia Isobel Euphemia Rose Clarke) დაიბადა ხმაურიან ლონდონში 1986 წლის 23 ოქტომბერს. მართალია, მომავალი ვარსკვლავის ბავშვობამ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან შორს გაიარა, ის დღესაც სითბოთი იხსენებს იმ წლებს.

ბავშვობაში ემილიას უყვარდა ლამაზ კაბების ჩაცმა და გამუდმებით სარკის წინ ტრიალებდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივ ოჯახში, მამა უბრალო მუშა იყო, დედა კი პატარა კომპანიის თანამშრომელი. მოგვიანებით მშობლებმა წარმატებას მიაღწიეს ცხოვრებაში. დედა ბიზნესმენი გახდა და მამაკი თეატრში ხმის ინჟინრი. ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ემილიას თეატრი განსაკუთრებულად უყვარდა, სხვაზე არაფერზე ოცნებობდა გარდა მსახიობობისა.

სკოლაში დასცინოდნენ გოგონას გამორჩეული გარეგნობის გამო. განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ მისი წარბების უჩვეულო ფორმას, რომელიც ინდური ფესვების გამო ჰქონდა. კომპლექსებმა ხელი არ შეუშალა ემილიას ოცნების ასრულებაში და სასწავლებლად ლონდონის დრამატულ ცენტრში მივიდა. სწორედ იქ დაიწყო თავისი კარიერა მსოფლიო კინოს ბევრმა ვარსკვლავმა. მალე კლარკი მთელი თეატრის დასის საყვარელ მსახიობად იქცა. აძლევდნენ წამყვან როლებს, რეჟისორები იბრძოდნენ მისთვის, რათა სპექტაკლში მიეწვიათ. სატალევიზიო დებიუტი 2009 წელს ჰქონდა, მაგრამ წარუმატებლად. ამის შემდეგ მსახიობმა ჰოლივუდის დაპყრობა გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.

აშშ-ში ცხოვრება ადვილი არ აღმოჩნდა. კინოში შეღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორმე უნდა ეცხოვრა. ამისთვის მსახიობმა ბევრი სამსახური გამოიცვალა. მუშაობდა მიმტანად, ქოლ ცენტრის ოპერატორად, რათა ბინისა და აგენტის მომსახურების თანხა გადაეხადა, რომელიც აქტიურად ეძებდა მისთვის როლებს. ერთ დღეს გოგონას იღბალმა გაუღიმა. აგენტმა დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ მოსულიყო გასაუბრებაზე. პროდიუსერებს ძალიან მოეწონათ ემილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობა ნამდვილად არ აკმაყოფილებდა როლის საჭიროებებს, მაინც აიყვანეს. ასე გახდა უცნობი ბრიტანელი მსახიობი დეინერის ტარგარიენი.

Game of Thrones-ის გადაღებების დროს ემილია კლარკი კინაღამ მოკვდა

გოგონა ყავისფერთმიანი იყო და იმისთვის, რომ იდეალური თმის ფერი ეპოვათ, თითქმის ათეული პარიკი შექმნეს, საბოლოოდ ვერცხლისფერი შეირჩა. დაიწყო გადაღებები... პირველი სეზონის შემდეგ, კლარკი პოპულარობის პიკში აღმოჩნდა. იგი ბევრს მუშაობდა, როლის გულისთვის მუდმივად სპორტდარბაზში იყო. მოულოდნელად ემილიას საშინელი თავის ტკივილები დაეწყო, რაც სერიალის მეორე სეზონის გადაღებისას უბრალოდ აუტანელი გახდა. მსახიობი, რომელიც ყოველთვის მოთმინებით ესაუბრებოდა ჟურნალისტებს და ტკბილად უღიმოდა თაყვანისმცემლებს, მორფის გარეშე ვეღარ ცხოვრობდა - მხოლოდ მას შეეძლო თავის ტკივილის მოხსნა. განაგრძეთ კითხვა