არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე, როგორ აბულინგებენ ცნობილ სახეებს როგორც ჭარბი წონის, ისე სიგამხდრის გამო. ამის მაგალითები სოციალურ ქსელში ხშირია. სხვადასხვა სტატიებისა თუ ვიდეოების კომენტარებში ხშირად შეხვდებით შეურაცხმყოფელ კომენტარებს, თუ იქ წარმოჩენილი ადამიანების კილოგრამები, ან სხეულის გარშემოწერილობა საზოგადოების "მოთხოვნებს" არ აკმაყოფილებს.
შესაძლოა, ადამიანები პირად ცხოვრებაზე, ტრაგედიებზე, ან თუნდაც პოლიტიკაზე საუბრობდნენ, თუმცა რატომღაც ხშირად შეფასების ობიექტი მათი სხეულის ფორმა ხდება.
რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთია ცნობილ ადამიანებს შორის, რომელსაც ყველაზე ხშირად წონაზე მიუთითებენ. მსახიობი და ტელეწამყვანი მთელი ცხოვრება გამხდარია და ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი ფორმით და წონით, ასეთი მოსწონს საკუთარი თავი. თუმცა ისე გააღიზიანა ამ თემაზე "კეთილისმსურველების“ კომენტარებმა, რომ გადაწყვიტა მათთვის ეპასუხა და "ტიკტოკზე" შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა.
უსკას "ტიკტოკზე" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი აქვს და 220 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
"მართლა გულით დავიღალე, ერთადერთი კომენტარი რაც მაღიზიანებს, არის ის, რომ რუსკა, რა გამხდარი ხარ, არ ჭამ საჭმელს?
ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა, არ შეიძლება ადამიანს მიუთითო ჭამოს ან არ ჭამოს. 37 წელია რაც გამხდარი ვარ, წელს რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?! განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო