"ჩემს მშობლებსაც ხშირად ეკითხებოდნენ, - ჯეკო გამოვაო?.." - გიორგი ბარბაქაძის რეალური ცხოვრება - მშობლები

"ჩემს მშობლებსაც ხშირად ეკითხებოდნენ, - ჯეკო გამოვაო?.." - გიორგი ბარბაქაძის რეალური ცხოვრება

2024-01-23 12:56:24+04:00

"9 წლის ვიყავი, როდესაც "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გავხდი. ამ როლის წყალობით გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, შევიძინე მეგობრები და დავუახლოვდი მსახიობის პროფესიას", - ამბობს ჯეკოს როლის შემსრულებელი გიორგი ბარბაქაძე. მისი პერსონაჟის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველა გულშემატკივრობდა და ცდილობდა გაეგო, როდის გაათავისუფლებდნენ ჯეკოს?

- ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. 2024 წელს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შევხვდი, მეგობრები ვიყავით ერთად და კარგად გავერთეთ.

- გიორგი, 2023 წელი შენთვის როგორი იყო?

- კარგი უფრო იყო, ვიდრე - ცუდი. ბევრი კარგი ამბავი მოხდა, ცვლილებების წელი იყო.

- ამ ცვლილებებზე შეგიძლია ილაპარაკო?

- ვერ ვილაპარაკებ.

- პირად ცხოვრებას ეხება?

- დიახ.

- წინასაახალწლო დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა შენს პატიმარ პერსონაჟს - ჯეკოს. ამ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

- ჯეკოს დაკავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარეთ რომ გავდიოდი, ყველა მეკითხებოდა, - ციხიდან როდის გამოდიხარო? ეს წინადადება დღეში რამდენჯერმე მესმოდა. ჯეკოს ძალიან გულშემატკივრობდა მაყურებელი, რაც სასიამოვნო იყო.

- გამორჩეულად რა დაგამახსოვრდა?

- ბიჭები მეხუმრებოდნენ, ზვერაძესთან ჩვენ მივალთ და სიტუაციას დავალაგებთო.

- გარეთ რომ გხედავდნენ, ხომ არ უკვირდათ?

- მგონი, არ უკვირდათ.

- როგორი იყო ოჯახის წევრების რეაქცია, როდესაც მაყურებლის მხრიდან ასეთი დიდი გულშემატკივრობა იყო?

- ჩემს მშობლებსაც ხშირად ეკითხებოდნენ, - ჯეკო გამოვაო? არ მინდოდა მათ ვინმე დაესპოილებინათ და სულ ვთხოვდი, არავისთვის ეთქვათ, რომ მალე გამათავისუფლებდნენ.

- შენი "დაპატიმრების" დროს, გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა?

- ლუდის დასხმის სცენის რამდენიმე დუბლი გადავიღეთ. ეს გამოწვევა ცოტათი არაკომფორტული იყო, მაგრამ ჩემი მოვალეობა უნდა შემესრულებინა. შემდეგ იყო საკანში გადაღებული სცენები. ჩემი საკანი პავილიონში მოაწყვეს და როგორც ამბობდნენ, ის ნამდვილი ციხის ანალოგი იყო. ამ გადაღებების დროს ყველანი ძალიან ვერთობოდით.

- პრობლემა, რომელიც სერიალში ჯეკოს ცხოვრებაში წარმოიშვა, შენი თაობის ბიჭებისთვის რამდენად აქტუალურია? განაგრძეთ კითხვა