როგორ გამოვთვალოთ, საშუალოდ რა სიმაღლის გაიზრდება ჩვენი შვილი - მშობლები

როგორ გამოვთვალოთ, საშუალოდ რა სიმაღლის გაიზრდება ჩვენი შვილი

2024-01-24 07:09:49+04:00

ბავშვის გაზომვა საკმაოდ რთულია, როცა პატარა ჯერ ფეხზე ვერ დგება. გასწავლით, როგორ გაწომოთ ჩვილი სწორად, რამდენი სანტიმეტრი უნდა მოიმატოს სხვადასხვა ეტაპზე და როგორ გამოვთვალოთ, რა სიმაღლის იქნება ის მოზრდილობისას.

1. საზომი ლენტი გამოსაცვლელ მაგიდაზე ან სხვა მყარ, ბრტყელ ზედაპირზე დადეთ და დაიწყეთ გაზომვა.

11-1706034917.jpeg

2. ბავშვის სხეულის სიგრძე არის მანძილი ბავშვის გვირგვინსა და ქუსლს შორის. ეს ორი წერტილი ხერხემლის ღერძის გასწვრივ უნდა იყოს დაფიქსირებული. ანუ საზომმა ლენტმა ბავშვის ზურგის ქვეშ უნდა გაიაროს.

22-1706034917.jpeg33-1706034917.jpeg

4. საწყისი წერტილის დაფიქსირების შემდეგ გააყოლეთ სხეულს ლენტი, გაასწორეთ ბავშვს ფეხი და ქუსლი მაგიდის ზედაპირზე დააბჯინეთ. საზომი ლენტის მეორე ბოლოს ქუსლზე დაფიქსირებით მიიღებთ სიმაღლის სწორ მაჩვენებელს.

44-1706034917.jpeg

როგორ შევაფასოთ შედეგი

  • 0-დან 3 თვემდე ბავშვის სიმაღლე ყოველთვიურად 3 სმ-ით იზრდება;
  • 3-დან 6 თვემდე - 2,5 სმ-ით;
  • 6-დან 9-მდე - 1,5 სმ-ით;
  • 9 თვიდან 1 წლამდე - 1 სმ-ით.

როგორ გავზომოთ ბავშვი, რომელიც ფეხზე უკვე მყარად დგას

დააყენეთ კედელთან და მიაქციეთ ყურადღება, რომ ქუსლი კედელს ეხებოდეს. ამის შემდეგ აიღეთ მართი კუთხის მქონე რაიმე მოზრდილი საგანი, თუნდაც სქელტანიანი წიგნი, დაადეთ თავზე და კუთხით კედელს მიაბჯინეთ.

6113-07242973en-masterfile-1706035072.jpg

screenshot2020-10-22at1036-1706035072.23+AM.png

როგორ განვსაზღვროთ, რა სიმაღლის იქნება ბავშვი, როცა გაიზრდება

ბავშვის მომავალი სიმაღლის გამოსათვლელად მამის სიმაღლეს დაუმატეთ დედის სიმაღლე, მიღებული თანხა გაყავით ორზე, დაუმატეთ ბიჭს 9 სმ, ხოლო გოგოს გამოაკელით 3 სმ.

მაგალითად: დედის სიმაღლეა 165 სმ, მამას კი 172 სმ. დიდი შანსია, რომ მათი ქალიშვილი 165 სმ-მდე ((165 + 172): 2 - 3 სმ). ვაჟი კი 177 სმ-მდე გაიზარდოს.

და მაინც, იმისათვის, რომ პროგნოზი მაქსიმალურად ახლოს იყოს რეალურ შედეგთან, ექიმებს ურჩევნიათ ბავშვის მომავალ სიმაღლეზე 4-8 წლის შემდეგ ისაუბრონ.

პედიატრი ყოველ ვიზიტზე უნდა ზომავდეს ბავშვის სიმაღლეს

  • პირველი წლის განმავლობაში - ყოველთვიურად;
  • 2 წლამდე - ყოველ 3 თვეში;
  • 3 წლამდე - წელიწადში 2-ჯერ;
  • შემდეგ - წელიწადში ერთხელ.
რა აფერხებს ბავშვის სიმაღლეში ზრდას, რა ტემპით უნდა იზრდებოდეს მოზარდი და როგორ შეუძლია მშობელს დახმარება - წამყვანი ქართველი სპეციალისტების მოსაზრებები ზრდის პრობლემებზე
როდესაც ბავშვს დაბალი მშობლები ჰყავს, შესაძლებელია თუ არა, სამედიცინო ჩარევით სიმაღლეში მომატება და რომელ ასაკამდე გრძელდება ზრდა - პასუხობს ენდოკრინოლოგი
უწყობს თუ არა ხელს ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდას და რატომ იყენებენ მას სპორტსმენები - რჩევები და საინტერესო კვლევა
რა ასაკამდე იზრდება ადამიანი და რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას - ექიმები ასახელებენ